weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შედეგების გამოქვეყნების დროს იყო ხარვეზი, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარე ჩარევას – ცესკო

09:54 კვირა, 22 ნოემბერი 2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, ტექნიკური ხარვეზი იყო იმის მიზეზი, რომ შედეგების სპეციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მონაცემები, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარულ დეპუტატობის კანდიდატებს ზოგიერთ ოლქში 100%-ზე მეტი ხმა ჰქონდათ მიღებული. ამასთან ცესკო არ გამორიცხავს, რომ ხარვეზის მიზეზი შესალოა გარე ჩარევა იყოს.

„შედეგების სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე გრძელდება შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა, ყველა ოქმი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის“, – განაცხადა ცესკომ.

გუშინ, 21 ნოემბერს 17მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. საარჩევნო უბნები საღამოს 20:00 საათზე დაიხურა, ცესკომ კი წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დაახლოებით 23:30 საათზე დაიწყო. ვებ-გვერდზე მონაცემების ატვირთვის პროცესში, დაფიქსირდა შემთხვევები, რომდესაც „ქართული ოცნების“ კანდიდატებს 164%, 118%, 104% და ა.შ. უფიქსირდებოდათ და ეს მაშინ, როდესაც ოლქში შემავალი უბნების ნახევარიც არ იყო დათვლილი.

ოპოზიციის კანდიდატებმა მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს. შედეგად, 17-ვე ოლქში გამარჯვება „ქართული ოცნების “ კანდიდატებმა მოიპოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]