„შედეგების სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.
აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე გრძელდება შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა, ყველა ოქმი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის“, – განაცხადა ცესკომ.
გუშინ, 21 ნოემბერს 17მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. საარჩევნო უბნები საღამოს 20:00 საათზე დაიხურა, ცესკომ კი წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დაახლოებით 23:30 საათზე დაიწყო. ვებ-გვერდზე მონაცემების ატვირთვის პროცესში, დაფიქსირდა შემთხვევები, რომდესაც „ქართული ოცნების“ კანდიდატებს 164%, 118%, 104% და ა.შ. უფიქსირდებოდათ და ეს მაშინ, როდესაც ოლქში შემავალი უბნების ნახევარიც არ იყო დათვლილი.
ოპოზიციის კანდიდატებმა მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს. შედეგად, 17-ვე ოლქში გამარჯვება „ქართული ოცნების “ კანდიდატებმა მოიპოვეს.