weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 4048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12:33 კვირა, 22 ნოემბერი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4048 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3856 ინფიცირებული, ხოლო 49 გარდაიცვალა. 

მთავრობის უწყებათაშრისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, 4048 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1602 შემთხვევა, იმერეთში – 772, აჭარაში – 447, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 389, შიდა ქართლში – 241, ქვემო ქართლში – 223, კახეთში – 164, გურიაში – 114, მცხეთა-მთიანეთში – 48, სამცხე-ჯავახეთში – 44, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების 18 091 აქტიური შემთხვევაა. 6189 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2774, აჭარაში – 021, იმერეთში – 1241. 

864 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში იმყოფება – 394, აჭარაში – 147, იმერეთში – 202. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 386, მათ შორის თბილისში – 159, აჭარაში – 114, იმერეთში – 45.  

3449 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 8 453 კი სამკურნალოდ დატოვებულია ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 608 პირი. 

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 104 732 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც უკვე გამოჯანმრთელდა 85 639 ადამიანი, ხოლო 976 – გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]