დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების 18 482 აქტიური შემთხვევაა. 6221 ადამიანი საავადმყოფოებში მკურნალობს, მათგან თბილისის საავადმყოფოებში 2762 პაციენტია, აჭარაში – 1048, იმერეთში – 1226.
881 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 406 ასეთი პაციენტი თბილისშია, 147 – აჭარაში და 201 – იმერეთში. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 60, იმერეთში – 41.
3736 ინფიცირებული მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8525 ბინაზე სამკურნალოდაა დატოვებული. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 167 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 108 690 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 89 170 უკვე გამოჯანმრთელებულია.
ამ თემაზე:
საქართველოში COVID-19-ის 3958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 2157 თბილისშია