„გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვა, გასული წლების მსგავსად, სეზონურად მოქმედებს და აკრძალვა გაუქმდება გაზაფზულზე, ამინდის ცვალებადობის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებით გავრცელდა 18 ნოემბერს და გზის შესაბამის მონაკვეთზეც დამონტაჟებულია აკრძალვის ნიშანი და ბარიერები, ადგილი აქვს დამსვენებელთა მხრიდან წესების დარღვევას და გზის დაკეტილ მონაკვეთზე თვითნებურად გადასვლას“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
უწყების ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია გზის გაწმენდა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ბახმაროს ტერიტორიაზე შევიდნენ.
„გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება“, – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დ მოუწოდებს დამსვენებლებსა და ტურისტებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით გაითვალისწინონ გზებზე დაწესებული შეზღუდვები და დამეორჩილონ აკრძალვას.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდთოვლობის გამო ბახმაროში 300-ზე მეტი ადამიანი ჩარჩა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ განაცხადა, რომ ჩარჩენილია 50-მდე ავტომობილი (200-მდე ადამიანი). მისივე თქმით, წელიწადის ამ დროს ბსხმაროში მოუმზადებელი ავტომობილებით ასვლა კატეგორიულად აკრძალულია.