weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ჩვენი გათვლებით, დღეში ინფიცირების 10 000-მდე ახალი შემთხვევაა – იმნაძე

00:43 ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე 2-3-ჯერ მეტია.

„ჩვენი გათვლებით, ახლა დღეში 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც არის საქართველოს მასშტაბით. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა. უბრალოდ, ეს ადამიანები არიან უსიმპტომოები, ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან, რომ გაიტესტონ, ან სისტემაში მოხვდნენ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

12 ნოემბრის შემდეგ 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 3000-ს აღემატება, 22 ნოემბერს კი 4048 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 18 526 აქტიური შემთხვევაა. 6192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3739 მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8595 სამკურნალოდ ბინაზეა დატოვებული. საავადმყოფოებში მყოფი 932 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 111 818 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 92 215 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1051 გარდაიცვალა.

 

ამ თემაზე:

ზაფხულში საკმაოდ ლიბერალურები ვიყავით, ეს ჩემი შეცდომაც იყო – ჯანდაცვის მინისტრი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]