weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

იმნაძის ცნობით, ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება 25 ნოემბერს გამოცხადდება

01:11 ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2020
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებას 25 ნოემბერს გამოაცხადებს.

„ჩვენი, ექიმების პოზიციაა, რომ მობილობა მაქსიმალურად უნდა დაეცეს. რა ზომებს გაატარებს ამისთვის საკოორდინაციო საბჭო, ის მიიღებს გადაწყვეტილებას. დეტალურად ხვალ იქნება გამოცხადებული, რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ. 

განვიხილავთ ყველაფერ იმას, რაც მობილობას მაქსიმალურად დააგდებს, ნაკლები უნდა იყოს ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობა“– თქვა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა. ადმინისტრაციის ცნობით, გახარიამ ისაუბრა შეზღუდვების გამკაცრების რამდენიმე ვარიანტზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილება.

„ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანა პიკში შედის, საჭიროა წერტილოვანი შეზღუდვების კიდევ უფრო გაფართოება. 

მათი შეფასებით, დამატებითი შეზღუდვები ინფიცირების რაოდენობას მკვეთრად არ შეამცირებს, თუმცა ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების მაქსიმალურ შეზღუდვას. გარდა ამისა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აუცილებელია, რათა უფრო ეფექტურად იმართოს კლინიკური სექტორი, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სისტემა და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც სტაციონარული სერვისები პირველ რიგში სჭირდებათ“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]