weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 324

11:56 ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1085 გარდაცვალების შემთხვევაა აღრიცხული.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 18 197 აქტიური შემთხვევაა. 6145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2712, აჭარაში – 1010, იმერეთში – 1241. 886 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან თბილისში 405 იმყოფება, აჭარაში – 140, იმერეთში – 214. მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 324 ადამიანი, მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 49, იმერეთში – 42.

3723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8329 ბინაზე მკურნალობს. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 936 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 114 889 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 95 581 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 1085 გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3366 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

 

ამ თემაზე:

ჩვენი გათვლებით, დღეში ინფიცირების 10 000-მდე ახალი შემთხვევაა – იმნაძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]