weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

კახეთში კორონავირუსის 2056 აქტიური შემთხვევაა

18:22 ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2020

კახეთის რეგიონში, ამ დროისთვის კორონავირუსის 2056 აქტიური შემთხვევაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, დღეს რეგიონში ვირუსი კიდევ 139 ადამიანს დაუდასტურდა. ყველაზე მეტი - 45 ახალი შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტშია.

დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი ასეთი მონაცემებია: დედოფლისწყარო – 24 ახალი შემთხვევა, ლაგოდეხი – 20, გურჯაანი – 14, ახმეტა – 13, სიღნაღი – 11, საგარეჯო – 9, ყვარელი – 3.

25 ნოემბრის დილის 9 საათზე, კახეთში კორონავირუსის 1917 აქტიური შემთხვევა იყო. აქედან 156 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობდა, 29 კოვიდ-სასტუმროში იმყოფებოდა, ხოლო 1732 ადამიანი ბინაზე იყო დატოვებული.

ამ დრომდე კახეთში კორონავირუსი სულ 2923 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 846 გამოჯანმრთელდა, 21 კი გარდაიცვალა. 

2923 დადასტურებული შემთხვევა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება: თელავი – 846, გურჯაანი – 589, ლაგოდეხი – 331, საგარეჯო – 279, დედოფლისწყარო – 259, ყვარელი – 244, სიღნაღი – 193, ახმეტა – 182.

 

ამ თემაზე:

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3071 ადამიანს დაუდასტურდა

კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 324

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]