weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ეს არა მარტო შეზღუდვებია, არამედ გეგმაა მომავალი 2 თვისთვის – პაატა იმნაძე

23:39 ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არსებული რთული ვითარების განმუხტვისთვის აუციელებელია შეზღუდვების გამკაცრება.  

„სიტუაცია არის ძალიან რთული, პრეკრიზისულს დავარქმევდი იმიტომ, რომ სისტემა მუშაობს მაქსიმალური დატვირთვის პირობებში და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანური რესურსიც ვეღარ უძლებს ასეთ დატვირთვას. იმისთვის, რომ ეს განმუხტოს, აუცილებელია მაქსიმალურად გამკაცრდეს ის შეზღუვები, რომლებიც დღემდე იყო. ეს საკმარისი არ არის და ამიტომ ხვალ, ალბათ, გამოცხადდება ის ღონისძიებები, რომლებითაც კიდევ უფრო გამკაცრდება გადაადგილების და ადამიანებს შორის ურთიერთკავშირის მაქსიმალურად შეზღუდვის კუთხით.

დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, როცა ზუსტად გამოცხადდება ეკონომიკის რომელ სექტორებს შეეხება შეზღუდვები. რამდენიმე საათის შემდეგ გახდება ეს ყველაფერი ცნობილი. ეს არა მარტო შეზღუდვებია, არამედ ეს არის გარკვეული გეგმა - მომავალი ორი თვის მანძილზე როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ.

ბოლო დღეებში 3-4 ათასი ახალი ინფიცირების დადასტურებლი შემთხვევა გვაქვს ყოველდღიურად. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 10 ათასი მაინც არის ყოველდღიურად ინფიცირებული. თუ ჩვენ გავაგრძელებთ ისე, როგორც ვიყავით, იმ მინიმალური შეზღუდვებით, რომლებიც არსებობდა ქვეყანაში, მატება გაგრძელდება ისე, რომ დღეში 10 ათასამდე რეგისტრირებულ შემთხვევას მიაღწევს, რეალურად იქნება 30 ათასი. ამის გაძლება არავითარ სისტემას არ შეუძლია. ჩვენზე გაცილებით ძლიერმა და მდიდარმა ქვეყნებმა შემოიღეს ძალიან მკაცრი შეზღუდვები, ყველა ქვეყანაში ამართლებს. შეღუდვები აუცილებელია - ჯანდაცვის სისტემამ უნდა მიიღოს შესაძლებლობა... ყველა მძიმე ავადმყოფს, ვისაც დასჭირდება, უნდა მოხვდეს საავადმყოფოში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, თუ შეზღუდვები გამოცხადდება, ახალი შემთხვევების მატება არ არის პროგნოზირებული და დარჩება 3-4 ათასის ფარგლებში, რასაც, იმნაძის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისეტემა აიტანს.

„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ახალი წლისთვის მოგვეცემა შესძლებლობა, რომ მეტ-ნაკლებად ჩვეულ გარემოში შევხვდეთ ახალ წელს“, – აღნიშნა იმნაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 18 197 აქტიური შემთხვევაა. 6145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 886 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 324.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 114 889 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 95 581 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 1085 გარდაიცვალა. დღეს, 25 ნოემბერს, კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3366 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]