პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 118 690 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 98 781 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 1124 კი გარდაიცვალა.
გუშინ ქვეყანაში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა იყო, 24 ნოემბერს კი – 3128. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე 2-3-ჯერ მეტია.