weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1293 გამოვლინდა, იმერეთში – 793, აჭარაში – 475

11:15 ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2020

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუს 3801 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი - 1293 თბილისში ფიქსირდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

რეგიონების მიხედვით მონაცემები ასეთია:

იმერეთი – 793 ახალი შემთხვევა

აჭარა – 475

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 371

ქვემო ქართლი – 270

შიდა ქართლი – 232

კახეთი – 129

გურია – 80

მცხეთა-მთიანეთი – 70

სამცხე-ჯავახეთი – 62

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 18 759 აქტიური შემთხვევაა.
აქედან, საავადმყოფოში მკურნალობს 6165 ადამიანი. თბილისის საავადმყოფოებში მოთავსებულია 2728 პაციენტი, აჭარაში – 1000, იმერეთში – 1215.

ამ ეტაპზე მძიმეა 986 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 452 პირი, მათგან თბილისში – 188, აჭარაში – 139, იმერეთში – 42.

კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3920 ადამიანი, მათ შორის 1200 – თბილისში, 2154 –აჭარაში, 265 – იმერეთში. 8674 ადამიანი ბინაზეა დატოვებული. თვითიზოლაციაში იმყოფება 53 516 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი ჯამში 118 690 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 98 781, ხოლო გარდაიცვალა – 1124. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებულია ინფიცირების 3801, გამოჯანმრთელების 3200 და გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]