გუშინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მონადირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ის მაშველებს ტყიდან საკაცით გამოჰყავდათ, რადგან უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, დაჭრილის ვერტმფრენში აყვანა ვერ მოხერხდა. საავტომობილო გზასთან მაშველებსა და დაჭრილს სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები უნდა დახვედროდნენ.
არსებული ინფორმაციით, მონადირეს იარაღი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა. როგორც „რეგინფოს“ ბესიკ ფარცვანიამ უთხრა, მამაკაცი ტყეში მარტო იყო და „112“-ში თავად დარეკა.