weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დიდგორის ველზე "დიდგორობა 2017" გაიმართა

18:27 შაბათი, 12 აგვისტო 2017

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე "დიდგორობა 2017" კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. სახალხო დღესასწაულს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დიდგორობა უდიდესი გამარჯვების დღე და საქართველოს ძლიერების სიმბოლოა.

"დავით აღმაშენებელმა ამ გამარჯვებას მიაღწია მიზანმიმართული, თანმიმდევრული შრომით პირველ რიგში, სიბრძნით და რა თქმა უნდა სიმამაცით. ჩვენ, ქართველებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანნი, მაშინ საქართველო იქნება ძლიერი. ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით და რა თქმა უნდა, საქართველო იქნება ძლიერი. ჩვენ აღარ ვიმღერებთ "ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო". ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დიდგორობა 1121 წლის 12 აგვისტოს მომხდარ დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად იმართება.

2017 წლის მარტში პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც 12 აგვისტოს "დიდი გამარჯვების დღედ" გამოცხადებას და უქმედ დაწესებას ითვალისწინებდა. 23 მარტს პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 90 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო, თუმცა ამის შემდეგ მისი მსვლელობა შეჩერებულია.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]