weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ბაზრობებზე, მოლებში, მაღაზიებში დასაქმებულები ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ

16:04 ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2020

„იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში. ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიას თქმით, 300 ლარიანი დახმარების გარდა, მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ  ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, დაეხმაროს სესხის გადავადებაში.

„არაფორმალურად დასაქმებულთათვის, 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარებით პირველი ტალღის პერიოდში ისარგებლა 250 000-მა ადამიანმა. ამჯერად, იქიდან გამომდინარე, რომ დავიწროებულია სფერო, რომლის მიმართაც იქნება მიმართული ეს დახმარება, ვფიქრობთ, რომ იქნება დაახლოებით 100-120 ათასი ბენეფიციარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა, რომ ყველა იმ მოქალაქემ, ვისთვისაც განსაზღვრულია ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, 30 დეკემბრამდე აუცილებლად მიიღოს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში – სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობას მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში შეძლებენ. ღია და დახურული ბაზრობები არ იმუშავებენ, ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები.

24 დეკემბერიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში შეზღუდვები შემსუბუქდება და სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]