weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორის საბავშვო ბაღებისთვის რუსეთიდან შემოტანილ შვრიაში ჭიები აღმოჩნდა

10:26 პარასკევი, 27 ნოემბერი 2020

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის დარიგებულ შვრიის ფანტელებში ჭიები აღმოჩნდა. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის შენახვის ვადა დაცული იყო, შეფუთული შვრიის ერთ-ერთ პარტიაში რამოდენიმე მშობელმა ჭია აღმოაჩინა.

სააგენტო „შექმნილი უხერხულობისთვის“ ბოდიშს იხდის და განმარტავს, რომ შვრიის ამოღება მოხდება და აღნიშნული პროდუქტი მომავალ თვეში ჩანაცვლდება.

ადგილობრივი გამოცემა Qartli.ge წერს, რომ დაუკავშირდნენ იმ იმპორტიორ კომპანიას, რომლისგანაც საბავშვო ბაღების სააგენტომ შვრია იყიდა. კომპანიის დირექტორის თქმით, პროდუქტი, დაფასოებული სახით, მწარმოებელი ქარხნისგან შეიძინეს.

„ეს ქარხანა მდებარეობს რუსეთში. როგორ მოხდება ზარალის ანაზღაურება, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი და იმ ქარხნის პრობლემაა, მაგრამ რაზეც ძალიან ვწუხვარ ისაა, რომ ეს აღმოჩნდა საბავშვო ბაღში. საბედნიეროდ, მხოლოდ ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა და აღნიშნა, რომ შვრიას საკუთარი სახსრებით ჩაანაცვლებენ.

Qartli.ge-ის ინფორმაციით, გორის საბავშვო ბაღების გაერთიანების სააგენტომ შვრიის ფანტელების, მაკარონის, შესქელებული რძის, შაქრის და კვერცხის შესაძენად, ხელშეკრულება 2020 წლის 12 ნოემბერს გააფორმა. როგორც რეგინფოს სააგენტოს დირექტორმა, ლია კოვზიაშვილმა უთხრა, ეს პროდუქცია დაახლოებით 56 ათასი ლარი დაუჯდათ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, 9 ნოემბრიდან გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებმა დროებით მუშაობა შეწყვიტეს, აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი არამალფუჭებადი პროდუქტის დარიგება კი 25 ნოემბრიდან დაიწყო.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]