weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

24 საათში კორონავირუსი 4780 ადამიანს დაუდასტურდა, 37 პაციენტი დაიღუპა

11:10 პარასკევი, 27 ნოემბერი 2020

საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 4780 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3489 პაციენტი, ხოლო 37 გარდაიცვალა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ინფორმაციით, 4780 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1863, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

აჭარა –  664 ახალი შემთხვევა

იმერეთი – 648

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 385

ქვემო ქართლი – 319

კახეთი – 280

შიდა ქართლი – 259

მცხეთა-მთიანეთი – 128

გურია – 102

სამცხე-ჯავახეთი – 89

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 43.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 20 013 აქტიური შემთხვევაა. საავადმყოფოებში მკურნალობენ 6251 ადამიანს. 976 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 375.

3863 ინფიცირებული ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 9899 კი ბინაზეა დატოვებული. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 554 პირი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 123 470 ადამიანს დაუდასტურდა. უკვე გამოჯანმრთელდა 102 270 ინფიცირებული, ხოლო 1161 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]