ამასთან, პატრიარქმა მღვდლები აკურთხა, რომ მრევლს მარხვის დროს რძის პროდუქტის მიღების გამო ზიარება არ აუკრძალონ.
„ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმინდა ზიარების მისაღებად.
ასევე ვთხოვთ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!“ – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.