ავთანდილ თალაკვაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერისა და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმაა, ჯანდაცვის სამინისტროში 2014 წლიდან მუშაობდა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის სამსახურს კი 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს ავთანდილ თალაკვაძე მუშაობას და ვინ შეცვლის მას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე.