weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში კორონავირუსის 4426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:39 კვირა, 29 ნოემბერი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 4426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3721 ინფიცირებული ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 35 გარდაიცვალა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 4426 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1802 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 554

იმერეთი – 637

ქვემო ქართლი – 268

შიდა ქართლი – 258

გურია – 119

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 400

კახეთი – 219

მცხეთა-მთიანეთი – 108

სამცხე-ჯავახეთი – 50

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 21 063 აქტიური შემთხვევაა. 6373 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში – 2741, აჭარაში – 1019, იმერეთში – 1261. 

943 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათაგან 367 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება: თბილისში – 181, აჭარაში – 56, იმერეთში – 37. 

3945 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 10 745 კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 132 368 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 110 049 გამოჯანმრთელდა, 1230 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]