weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩოხატაურში ქვის საამქროში 33 წლის კაცი დაიღუპა

14:24 კვირა, 29 ნოემბერი 2020

ჩოხატაურში, ქვის სატეხ საამქროში მიღებული დაზიანებების შედეგად მუშა – 33 წლის მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივი ონლაინგამოცემა „გურიის მოამბის“ ინფორმაციით, მუშა დანადგარს წმენდდა, რა დროსაც აპარატურა ჩაირთო და მძიმე დაზიანებები მიიღო.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. დაშავებული კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„მუცლის ღრუს მძიმე დაზიანებით შემოიყვანეს, ძლიერი სისხლდენით. ორი ოპერაცია ჩატარდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – უთხრა „გურიის მოამბეს“ კლინიკის მენეჯერმა, ვახტანგ გაჩეჩილაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს დროს უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]