weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ორ დღეში საქმიანობა 2309 ობიექტს შეუჩერეს, ორი კი 10-10 ათასი ლარით დააჯარიმეს

16:43 კვირა, 29 ნოემბერი 2020

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, 2 დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ინსპექტორებმა ის დაწესებულებები შეამოწმეს, რომლებიც იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმში შპს ონლაინ მეჯიქ ე.წ. რეფორმერი ფიტნესი აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ფაქტის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა“, - აცხადებს შრომის ინსპექციის დეპარტამენტი.

უწყება განმარტავს, რომ N322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 პრიმა მუხლის შესაბამისად. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

ასევე, აკრძალული საქმიანობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა ბათუმში რესტორანი შპს დიანა“ - ე.წ. კიდობანი“. ობიექტი N322 დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა.

შრომის ინსპექციამ თბილისში ღამის კლუბებიც შეამოწმა, რის შედეგადაც დადგნდა, რომ 10 000 ლარით დაჯარიმებული ობიექტი შპს „და ჰაუს რეკორდს“ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. აღნიშნულის შესახებ შრომის ინსპექციამ შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა.

„შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს განაგრძობს“, - აცხადებენ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში რიგი შეზღუდვები ამოქმედდა, მათ შორის:

  • 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაჩერდა ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება მთელი ქვეყნის მასშტაბით;
  • რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად მიტანის/გატანის სერვისზე გადავიდნენ;
  • მხოლოდ ქალაქების - თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების - ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია - საზღვრებში სავაჭრო ობიექტები ფუნქციონირებენ მხოლოდ დისტანციურად - ადგილზე მიტანის/ადგილიდან გატანის სერვისით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხება: სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას; ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას; სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას; პრესის ჯიხურებს.

დაწესებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირები და ინდივიდუალური მეწარმეები 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები – 10 ათასით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]