weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გარემოვაჭრეებს განუმარტეს, რომ შეუძლიათ საქმიანობა დისტანციურად და ონლაინ განაგრძონ

00:47 სამშაბათი, 01 დეკემბერი 2020
ფოტოზე - ბექა ფერაძე ფოტოზე - ბექა ფერაძე

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ქუჩაში ყვავილებით მოვაჭრეებთან დაკავშიებით განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ ეკონომიკური საქმიანობა ონლაინ განაგრძონ.

30 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტმა იკითხა - რა საფრთხეს წარმოადგენენ მეყვავილეები, რომლებიც ქუჩაში ვაჭრობენ?

„საცალო საბითუმო ვაჭრობა - მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობები მთავრობის დადგენილებით შეზღუდულ იქნა. შეზღუდვა არ არის აკრძალვა. შეზღუდვა ნიშნავს, რომ მათ დისტანციურად და ონლაინ განახორციელონ, განაგრძონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, ზოგადად მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული. გამონაკლისი არც საქართველოა, ვინაიდან ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, რომ მოხდეს მსგავსი საქმიანობების შეზღუდვა“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

თბილისში ყვავილებით მოვაჭრეებმა მთავრობის მიერ ვაჭრობაზე დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. როგორც ისინი ამბობენ, ახალ რეგულაციებს არ დაემრჩილებიან და მუშობას გააგრძელებენ, რადგან ეს მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]