weather cur horoscope tv
ოქტომბერი 10, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

საქართველოში კორონავირუსის 3759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:42 სამშაბათი, 01 დეკემბერი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3574 ინფიცირებული, ხოლო 36 გარდაიცვალა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, 3759 ახალი შემთხვევიდან 1595 გამოვლენილია თბილისში, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 623 ახალი შემთხვევა

იმერეთი – 392

კახეთი – 253

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 237

გურია – 152

ქვემო ქართლი – 139

შიდა ქართლში – 127

მცხეთა-მთიანეთი – 126

სამცხე-ჯავახეთში – 72

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 43.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 20 454 აქტიური შემთხვევაა. მათგან 6366 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2744, აჭარაში – 997, იმერეთში – 1256.

1003 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რომელთაგან 376 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება (მათ შორის თბილისში – 185, აჭარაში – 56, იმერეთში –  44).

3708 ადამიანი კოვიდ-სასტუმროშია მოთავსებული, 10 380 კი მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 282 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 139 343 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 117 560 ინფიცირებული, ხოლო 1303 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]