weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კორონავირუსის 4033 ახალი შემთხვევიდან 1705 თბილისშია, 624 – იმერეთში

11:31 ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 4033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4061 პაციენტი, ხოლო 39 – გარდაიცვალა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1705-ით გაიზარდა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:  

იმერეთი – 624 ახალი შემთხვევა

აჭარა – 402 

ქვემო ქართლი – 286

შიდა ქართლი – 281

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 273

კახეთი – 239

გურია – 84

სამცხე-ჯავახეთი – 68

მცხეთა-მთიანეთი – 62

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

საქართველოში კორონავირუსის 20 387 აქტიური შემთხვევაა. საავადმყოფოებში მკურნალობას გადის 6397 ადამიანი, 3798 ინფიცირებული მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 10 192 კი ბინაზეა დატოვებული.

მძიმეა საავადმყოფოში მყოფი 1058 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 466 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა (თბილისში – 215, აჭარაში – 119, იმერეთში – 47).

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 765 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 143 376 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 121 621 გამოჯანმრთელდა, 1342 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]