weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

სააგენტო სწავლობს რატომ არ დატოვეს თეკლა თორდია საავადმყოფოში – ტიკარაძე

13:07 ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საქმეს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო სწავლობს.

„გუშინ, მყისიერად, ჩემი დავალებით რეგულიერების სააგენტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს მისი შესწავლა. ისინი გააკეთებენ განცხადებას როგორც კი გარკვეული დასკვნები იქნება გაკეთებული, თუ რა ხარვეზების გამო მოხდა მსგავსი ლეტელური შედეგი დადგომა. ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით ნამდვილად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელსაც საზოგადოება ელის. პირველ რიგში ეს კითხვები პასუხგაცემული მესაჭიროება მე იმისთვის, რომ მე აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები.

საკითხს, თუ რატომ მოხდა დაყოვნება მსგავსი პაციენტის გადაყვანის და რატომ არ მოხდა თეკლა თორდიას დატოვება იმ პირველ საავადმყოფოში, სადაც ის იყო სადიაგნოსტიკოდ მიყვანილი, სწავლობს რეგულირების სააგენტო. ჩვენ გვექნება დეტალური პასუხები ამასთან დაკავშირებით. პირველი წერტილიდან ბოლო წერტილამდე ამ პასუხებს მივაწვდით საზოგადოებას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე.

19 წლის თეკლა თორდია გუშინწინ გარდაიცვალა. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ შვილის ჰოპსიტალიზაციას თავიდანვე ითხოვდა, რადგან თანმდევი დაავადება - დიაბეტი ჰქონდა, თუმცა საავადმყოფოს ნაცვლად ის კოვიდ-სასტუმროში მოათავსეს, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა.

„ერთმანეთთან გვამისამართებდა ჯანდაცვა და 112, არ გვაქვს ადგილებიო, სასწრაფოც არ მოდიოდა, მოვიდა და გადაყვანის პრობლემა შეიქმნა. თქვენ დარეკეთ, იქნებ ვინმე გყავდეთ ნაცნობი სამინისტროში ან სადმე, რომ ადგილი გამოგიძებნონ და გადაგიყვანოთო. ერთადერთი შეგვიძლია ჟანგბადი ვასუნთქოთო. არ მოხდა დროული ჰოსპიტალიზაცია, 5 დღის მანძილზე ვიხვეწებოდით, რომ გადაეყვანათ ჰოსპიტალში“,განაცხადა „მთავარ არხთან“ გარდაცვლილის დედამ.

გოგონა კოვიდ-სასტუმროდან კვლევებისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი ისევ სასტუმროში დააბრუნეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის გერმანულ ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი, სადაც გარდაიცვალა.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, ბავშვს თავდაპირველად ოჯახის ექიმის კონსულტაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც კოვიდ-სასტუმროში გადაიყვანეს.

„კოვიდ-სასტუმროდან გადაყვანილი იქნა კლინიკური კვლევებისთვის. მდგომარეობა თავდაპირველად იყო სტაბილური. დაბრუნდა ისევ კოვიდ-სასტუმროში, მდგომარეობა დამძიმდა სწრაფად და მაშინვე მოხდა ბავშვის ჰოსპიტალიზაცია და იქ რამდენიმე დღე დაჰყო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]