weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თებერვლამდე ინტენსიური ტესტირების პროგრამა ამოქმედდება

14:36 ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2020

დღეიდან, 2 დეკემბრიდან ორი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, რა დროსაც, მხოლოდ სახელმწიფო დღეში კორონავირუსის 20 000 ტესტს გააკეთებს. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

სიჭინავას თქმით, ამ 20 000 ტესტს დაემატება კერძო ლაბორატორიების და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები.

„განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, რაც გულისხმობს მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში გადასვლას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდსასტუმროებში განთავსებას და მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას. ამ მიზნით, ორი თვის განმავლობაში მოხდება ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობა და ტესტირების გაფართოება შემთხვევების მაქსიმალური გამოვლენისა და ინფიცირებულების იზოლირების მიზნით“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, დღეში დაახლოებით 10,11, 12 ათასი PRC ტესტი და ამდენივე სწრაფი ტესტი ჩატარდება, რათა ადრეულ ეტაპზე მოხდეს იმ უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების მქონე ინფიცირებულების გამოვლენა და იზოლირება, რომლებიც არ მიდიან გამოსაკვლევად, თუმცა ამავე დროს არიან ვირუსის გამავრცელებლები.

„ეპიდემიის გავრცელების ე.წ. ჯაჭვი რომ გავწყვიტოთ ან შევანელოთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყევლა ინფიცირებულის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას და იზოლირებას. ეს არის ძირითადი მიზეზი თუ რატომ უნდა გაფართოვდეს მეტად ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა და ტესტირების მაჩვენებელი ქვეყანაში. ამის გეგმა არსებობს. 350 000-მდე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი გვაქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ანტიგენზე დამყარებული ტესტით გამოვლენილი შემთხვევა PCR ტესტით გადამოწმებას ექვემდებარება მხოლოდ ორ შემთხვევაში - თუ ადამიანი უსიმპტომოა და ანტიგენზე დამყარებული ტესტის პასუხი დადებითია, ან თუ არის გამოხატული კოვიდის სიმპტომები და ტესტის პასუხი უარყოფითია. ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]