weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„სხვა ტელეფონს უბრალოდ ვერ ვგებულობ“ – მეუფე ნიკოლოზს iPhone 12 Pro აჩუქეს

16:21 ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2020

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზს ერთ-ერთმა მაღაზიამ iPhone 12 Pro აჩუქა. როგორც სასულიერო პირმა განაცხადა, ახალი ტელეფონი და iPhone 11, რომელიც აქამდე ჰქონდა, ფილმების გადასაღებად სჭირდება. iPhone 12 Pro 5 ათას ლარამდე ღირს.

„მე გამიმართლა და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. სულ ადრე, iPhone 1 რომ გამოვიდა, მაჩუქეს და იმდენად მოსახერხებელი ტელეფონი იყო ჩემი რაღაცნაირად შინაგანი მოწყობისთვის... მე სხვა ტელეფონს უბრალოდ ვერ ვგებულობ. ამ ტელეფონზე არ მჭირდება ინსტრუქცია, ხვდებით? სხვა ტელეფონებზე მჭირდება. iPhone 11 დაიკავეს iPhone X-ის ადგილს, რომელიც დამიზიანდა უკვე. ორი ტელეფონი აუცილებლად მჭირდება გადაღებისთვის. ჩემთვის ეს პირველ რიგში სალაპარაკო საშუალება კი არ არის, ეს არის ვიდეოკამერა, თითქმის პროფესიონალური. მე პირდაპირი შეხება მაქვს კინოსთან, განათლება მაქვს მიღებული და ეს არის ჩემი საქმიანობა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ტელეკომპანია „პირველთან“.

მისივე თქმით, მაღაზია მას თავად დაუკავშირდა და მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ტელეფონის ბოლო მოდელზე - iPhone 12 Pro Max-ზე თავად თქვა უარი, რადგან დიდი ზომის იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]