„მე გამიმართლა და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. სულ ადრე, iPhone 1 რომ გამოვიდა, მაჩუქეს და იმდენად მოსახერხებელი ტელეფონი იყო ჩემი რაღაცნაირად შინაგანი მოწყობისთვის... მე სხვა ტელეფონს უბრალოდ ვერ ვგებულობ. ამ ტელეფონზე არ მჭირდება ინსტრუქცია, ხვდებით? სხვა ტელეფონებზე მჭირდება. iPhone 11 დაიკავეს iPhone X-ის ადგილს, რომელიც დამიზიანდა უკვე. ორი ტელეფონი აუცილებლად მჭირდება გადაღებისთვის. ჩემთვის ეს პირველ რიგში სალაპარაკო საშუალება კი არ არის, ეს არის ვიდეოკამერა, თითქმის პროფესიონალური. მე პირდაპირი შეხება მაქვს კინოსთან, განათლება მაქვს მიღებული და ეს არის ჩემი საქმიანობა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ტელეკომპანია „პირველთან“.
მისივე თქმით, მაღაზია მას თავად დაუკავშირდა და მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ტელეფონის ბოლო მოდელზე - iPhone 12 Pro Max-ზე თავად თქვა უარი, რადგან დიდი ზომის იყო.