weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოქალაქე აცხადებს, რომ ხაშურში პოლიციელებმა სცემეს და უკანონოდ დააკავეს

18:17 ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2020

ხაშურის პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქე დავით კილაძე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და ცემაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქუჩაში პირბადის გარეშე მიდიოდა.  

„ზებრა გადასასვლელს ვკვეთდი, როდესაც პარტრულის თანამშრომლის მანქანამ ჩამოიარა და დამიძახა: ე, ბიჭო გადმოდი, პირბადე რატომ არ გიკეთიაო, თან ხელი მომკიდა, მანქანა ისევ მოძრაობდა, როცა ხელი წამავლო. მოვუწოდე - რანაირად იქცევით, პატრულის თანამშრომელი ხარ-მეთქი.

ოცმეთაური, ბატონი გიორგი ჩემს მიმართ აგრესიული გახდა და ცდილობდა წყობიდან გამოვეყვანე, მოდიოდა, სახეს მადებდა და ჩუმად ყურში მაგინებდა, თან მეუბნებოდა ოჯახს გაგიმწარებო.

პირადი ინფორმაციის მიღების შემდეგ, პატრულს ჩემი ტელეფონი გამოვართვი და გზის გადაკვეთა დავიწყე, როცა ოთხმა პოლიციელმა, ერთ-ერთმა ზურგიდან ჩამატყა და სახით დამაგდო. ტრასაზე ვეგდე დაახლოებით 4-5 წუთი. ყოველ თავის აწევაზე და დაყვირებაზე - ვიდეო გადაიღეთ, რას მიკეთებენ - მუხლს მირტყავდა, რომ გავჩუმებულიყავი“, – განაცხადა დავით კილაძემ „მთავარ არხთან“.

ტელეკომპანიის ცნობით, კილაძემ თქვა, რომ ცემის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და იქ 24 საათის განმავლობაში უკანონოდ იყო დაკავებული. „მთავარი არხის“ მიერ გადაღებული კადრების მიხედვით, მოქალაქეს დაზიანებები ხელებზე აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ პოლიციამ მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავა. პრეს-სამსახურის ცნობით, საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა და დაკავებულს, ადმინისტრაციული სახდელის სახით, 24 საათიანი პატიმრობა შეეფარდა

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება პირველ დეკემბერს, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან დაკავებული დავით კილაძის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. მათივე ინფორმაციით, მოქალაქე უკვე გამოიკითხა და დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა.

1443 –მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები გულისხმობს პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, – ჩადენილს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 10 წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 5 წლამდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]