weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გადამეტებული ხმაური 15 აგვისტოდან დასჯადი ხდება 

22:50 შაბათი, 12 აგვისტო 2017

2017 წლის 15 აგვისტოდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდება, რომელიც გადამეტებული ხმაურისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ცვლილებების თანახმად, დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ სხვა ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივი ან საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში გაფრთხილებას გამოიწვევს, 1 წლის მანძილზე მეორედ ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.

თუ იგივე ქმედება მესამედ ან მეტჯერ იქნა ჩადენილი, ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის 300 ლარამდე, იურიდიული პირისთვის კი 1000 ლარამდე გაიზრდება.

რაც შეეხება აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმებს, მას საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

აღსანიშნავია, რომ ეს აკრძალვები არ გავრცელდება ტრანსპორტით გამოწვეულ ხმაურზე, ასევე მასობრივ შეკრებებსა და მანიფესტაციებზე, დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე.

ღამის საათებში, ანუ 8:00 საათიდან 23:00 საათამდე, იკრძალება პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენება. ამ წესის დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ შემთხვევაში 150 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 500 ლარით.

1 წლის განმავლობაში იგივე ქმედების მეორედ ან ყოველი მომდევნო ჩადენის გამო ჯარიმების ოდენობა გაორმაგდება.

პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენება არ დაისჯება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში - 31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე, 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე; ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეებში - 9 აპრილს და 26 მაისს.

აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენას და სახდელის დადებას 2018 წლის 1 აპრილამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები მოახდენენ, ხოლო 2018 წლის 1 აპრილიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები ან მათგან უფლებამოსილი იურიდიული და ფიზიკური პირები.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]