weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული – ცერცვაძე

08:03 პარასკევი, 04 დეკემბერი 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული. მისი განმარტებით, შესაძლოა, ვირუსის გადატანის შემდეგ ანტისხეულები გამომუშავდეს, თუმცა მათ საკმარისი დამცველი პოტენციალი არ გააჩნდეთ.

„შეიძლება ანტისხეულები გამომუშავდეს და ისინი არ იყვნენ საკმარისი დამცველი პოტენციალით აღჭურვილი. ისევე, როგორც ზოგიერთ კოვიდ გადატანილს დღეს უვითარდება მეტნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი და ზოგს - არა. იყო ასეთი რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც არ ჰქონდათ ანტისხეულები და შეიძლება მეორედ დაემართოთ კოვიდი. დაემართა უკვე რამოდენიმე ჩვენ ყოფილ პაციენტს. ხშირად ამბობენ, რომ დაემართათ, მაგრამ მერე აღმოჩნდება რომ არ დამართვიათ. დადასტურებული სამი შემთხვევაა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

პანდემიის დაწყებიდან – 26 თებერვლიდან  3 დეკემბრამდე – საქართველოში კორონავირუსი სულ 147 636 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 124 568 გამოჯანმრთელდა, 1387 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]