weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში COVID-19-ის 5068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი

12:24 პარასკევი, 04 დეკემბერი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5068 ახალი შემთხვევა გამოვლიდა, გამოჯანმრთელდა 2336 კოვიდ-პაციენტი, ხოლო 38 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, 5068 ახალი შემთხვევიდან 1959 თბილისშია დადასტურებული. რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 980 ახალი შემთხვევა

აჭარა – 483

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 408

კახეთი – 335

ქვემო ქართლი – 296

შიდა ქართლი – 222

მცხეთა-მთიანეთი – 130

გურია – 122

სამცხე-ჯავახეთში – 114

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 349 აქტიური შემთხვევაა. 6671 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1070 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 476 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

3899 ინფიცირებული მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 13 779 კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 262 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 152 704 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 26 904 გამოჯანმრთელდა, 1425 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]