weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

როდის არის COVID-19-ზე ტესტი უფასო – გამყრელიძის განმარტება

14:28 პარასკევი, 04 დეკემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა შემთხვევაშია უფასო კორონავირუსზე ტესტის ჩატარება.

„სქემა არის ასეთი - ყველა ადამიანს, ვინც ჰოსპიტალიზირდება სხვადასხვა მიზეზით, საავადმყოფო უტარებს ტესტს და ეს არის უფასო, ხოლო თვითდინებით შესული ადამიანებისთვის, გააჩნია: 9 დიდ ქალაქში უპირატესად ამბულატორულ ტესტირებას აწარმოებენ ამბულატორიები და პოლიკლინიკები, ხოლო დანარჩენ 60 მუნიციპალიტეტში (მაგალითად, მცხეთაში, ყაზბეგში, ონში) საავადმყოფოები და პოლიკლინიკები არიან ერთად, ამიტომ ისინი აწარმოებენ ამბულატორულ ტესტირებას. იქ ადამიანი მიდის როგორც ოჯახის ექიმის რეკომენდაციით, ვისაც სიმპტომები აქვს, ისე თვითდინებით. თვითდინებით შეუძლია მივიდეს და უთხრას, მე მაქვს ეს სიმპტომები და გთხოვთ, გამტესტოთ. დადგენილებით, რომელიც გუშინწინ გამოვიდა, ორივე კატეგორიის ადამიანებს, როგორც ოჯახის ექიმის დანიშნულებით (შეიძლება სასწრაფომაც ურჩიოს), ისე თვითდინებით შეულძია მიმართონ. თბილისში არის ასეთი 40 ამბულატორიული ადგილი და კიდევ გაფართოვდება. შეუძლიათ მიმართონ და ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის უფასო და ადამიანი ამაში არაფერს იხდის, ანტიგენის ტესტში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ასევე უფასოა ანტიგენის ტესტის გადამოწმება PCR ტესტით.

„ორი ვერისაა როდის შეიძლება ადამიანს დასჭირდეს გადამეორება და PCR ტესტით დამტკიცება: როდესაც სიმპტომებიან ადამიანზე ანტიგენი იძლევა უარყოფით პასუხს, ექიმის გადაწყვეტილებით ადამიანს შეიძლება აუღონ ნაცხი და გაიგზავნოს PCR ტესტირებაზე, ან თუ ადამიანი არის უსიმპტომო და მასზე ანტიგების ტესტი იძლევა დადებითს, მაშინ შეიძლება ექიმის დანიშნულებით აიღებული იქნას ნაცხი და გაიგზავნოს PCR-ზე“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ მომენტისთვის საქართველოში 350-დან 370-მდე PCR ტესტია და ქვეყანაში დეფიციტი არ შეიქმნება: „კიდევ დაკვეთილია ნახევარი მილიონი, რომელიც, დიდი ალბათობით, მომავალ ორ კვირაში შემოვა. ტესტის დეფიციტი ქვეყანაში არ შეიქმნება. ჩვენი სამიზნე მაჩვენებელია, რომ დღიურად ავიდეთ სადღაც 20 000 ტესტის ფარგლებში, საიდანაც ნახევარი იქნება PCR და ნახევარი ანტიგენ-ტესტები“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]