weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 5450 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:47 შაბათი, 05 დეკემბერი 2020
ფოტოზე ბერდია სიჭინავა ფოტოზე ბერდია სიჭინავა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსზე 18 095 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც, ვირუსი 5450 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

5450 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2053, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი  931 ახალი შემთხვევა

შიდა ქართლი 528

აჭარა – 453 

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 434

კახეთი – 386

ქვემო ქართლი – 339

სამცხე-ჯავახეთი – 105

მცხეთა-მთიანეთი – 104

გურია – 84

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 27 456 აქტიური შემთხვევაა. 6768 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 1116 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 395 პირი, მათგან თბილისში – 204, აჭარაში – 38, იმერეთში – 55.

4067 ინფიცირებული მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 16 621 ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.​ ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 850 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 158 154 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 129 210, ხოლო 1462 – გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელდა 2306 პირი და დაფიქსირდა გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]