ავტოავარიაში სატვირთო მანქანა და მიკროავტობუსი მონაწილეობდნენ. „ბორჯომის“ ცნობით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიკროავტობუსი მთლიანად დაიშალა. დაშავებულები მძღოლები არიან.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.