მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 396 ტესტი (აქედან 5 816 ანტიგენი და 8 580 PCR). გამოვლენილი ინფიცირების 4321 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1615 შემთხვევა, აჭარაში – 491, იმერეთში – 564, ქვემო ქართლში – 395, შიდა ქართლში – 253, გურიაში – 77, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 433, კახეთში – 236, მცხეთა-მთიანეთში – 175, სამცხე-ჯავახეთში – 76, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4301 პირი, რის შედეგადაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 133 511-მდე გაიზარდა. ამასთან, დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა. სულ 26 თებერვლიდან დღემდე, ვირუსის შედეგად 1504 ადამიანი გარდაიცვალა
ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 27 434 აქტიური შემთხვევაა. მათ შორის, 6897 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 1066 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 420.
3969 ინფიცირებული მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 16 568 ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 296 ადამიანი.