„სამწუხაროდ დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.
მისივე ინფორმაციით, კორონავირუსით არის დაინფიცირებული სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი, რომელიც მკურნალობას საავადმყოფოში გადის.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3988 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 164 976 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 137 499 უკვე გამოჯანმრთელდა, 1540 გარდაიცვალა.