weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

COVID-19-ის 2501 ახალი შემთხვევიდან 1060 თბილისშია, 397 – იმერეთში, 337 – აჭარაში

12:16 ორშაბათი, 07 დეკემბერი 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 9442 ტესტი ჩატარდა - აქედან 4360 ანტიგენი და 5082 PCR.

2501 ახალი შემთხვევიდან 1060 გამოვლენილია თბილისში, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 397

აჭარა – 337

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 177

ქვემო ქართლი – 175

შიდა ქართლი – 108

გურია – 32

კახეთი – 80

მცხეთა-მთიანეთი – 90

სამცხე-ჯავახეთი – 45

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 25 911 აქტიური შემთხვევაა. 6963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3744 კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 15 204 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საავადმყოფოში მოთავსებული 1135 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 55 165 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 164 976 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 137 499, ხოლო 1540 გარდაიცვალა. აქედან, ბოლო 24 საათის განმავლობაში 3988 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, დაფიქსირდა გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]