weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხობში პენსიონერი ცხელი უთოთი აწამეს და დააყაჩაღეს

15:45 ორშაბათი, 07 დეკემბერი 2020

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში 73 წლის პენსიონერი ცხელი უთოთი აწამეს და დააყაჩაღეს. როგორც დაზარალებული ჟურნალისტებთან ამბობს, ორმა ახალგაზრდამ ძირს დააგდო, ხელები ე.წ. „სკოჩით“ შეუკრა და სცემა. ქალის თქმით, მას ფულს სთხოვდნენ.

შემთხვევა წუხელ მოხდა. „რუსთავი 2“-თან დაზარალებულის შვილი ამბობს, რომ ბოროტმოქმედები სახლში ფანჯრიდან შევიდნენ.

„უწამებიათ, დაუუთავებიათ. ფულს რომ ეძებდნენ, რაღაც ნაწილი მისცა, რაც ბალიშის ქვეშ ჰქონია და არა კიდევ გაქვსო - შვილები და ნათესავები გიგზავნიანო. ერთი საათი ყოფილა გასკოჩილი, ძლივს მოახერხა მოხსნა, პირიც ჰქონდა ასკოჩილი. ყველგან გისოსები გვაქვს გაკეთებული. გისოსები გაჭრილია, ახსნილია, კიბეა მიდგმული და იქიდან არიან ამოსული“, – ამბობს შვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. სამართალდამცავებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.

დაზარალებულის თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელი 17-18 წლის იქნებოდა, ხოლო მეორე – 34-ის. როგორც ის ამბობს, მათი სახის დანახვა ვერ შეძლო, რადგან „შუქი არ აანთებინეს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]