ხანძრის ქრობის პროცესში სულ 14 ერთეული სპეცტექნიკა და 70 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.
„დროული რეაგირების შედეგად, ცეცხლის უმოკლეს დროში ლოკალიზება და სასაწყობე ფართის ნაწილის გადარჩენა მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.