"ეს მონაკვეთი ყოველთვის პრობლემურია და მისი გაწმენდა მუდმივად ხდება. ამჯერად სიცხის გამო მთის ქანები გამოშრა და გუშინ გზის სავალ ნაწილზე ჩამოსვლა დაიწყო. დაახლოებით ოთხი საათია ქვა-ღორღი ინტენსიურად ჩამოდის. ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები და მობილიზებულია საჭირო ტექნიკა, მაგრამ ქვათაცვენის გამო გზის გაწმენდა შეჩერებულია. დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით, გზაზე ავტომობილების გადაადგილება აკრძალული გვაქვს", - განაცხადა ნიკოლოზ კენჭაძემ.
გზის პრობლემური მონაკვეთი ცენტრალური ავტომაგისტრალიდან სამ კილომეტრშია. ნიკოლოზ კენჭაძის თქმით, მუშაობენ გეგმაზე, რომ ადგილობრივები და დამსვენებლები სოფლებს დააკავშირონ.