weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

კახეთში დღეს კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა

22:54 ორშაბათი, 07 დეკემბერი 2020

დღეს, 7 დეკემბერს, კახეთის რეგიონში, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი გარდაიცვალა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში განაცხადეს, სამივე გარდაცვლილი ასაკოვანი მამაკაცები არიან და თელავისა და საგარეჯოს კოვიდ-კლინიკებში მკურნალობდნენ. რეგიონში კოვიდ 19-ით სულ 37 ადამიანია გარდაცვლილი.

დღის განმავლობაში კახეთში კორონავირუსისგან 181 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 205 ახალი შემთხვევა, რომელთა განაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: თელავი – 75, ყვარელი – 37, ახმეტა – 30, საგარეჯო – 21, გურჯაანი – 17, ლაგოდეხი – 11, დედოფლისწყარო – 9, სიღნაღი – 5. 

ამ ეტაპზე რეგიონში კორონავირუსის 2771 აქტიური შემთხვევაა, მათ შორის 2544 ინფიცირებული დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 29 მკურნალობს კოვიდ-სასტუმროში, 198 იმყოფება კოვიდ-კლინიკაში. 2539 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

კახეთში კორონავირუსი სულ 5429 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან თელავის მუნიციპალიტეტში 1431 შემთხვევაა დადასტურებული, გურჯაანში – 1124, ლაგოდეხში – 707, საგარეჯოში – 583, ყვარელში – 447, დედოფლისწყაროში – 434, ახმეტაში – 394, სიღნაღში – 309.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]