მესტიაში გამგებლის წარმომადგენელმა ჯეირან ჯაფარიძემ "რეგინფოს" უთხრა, რომ ბანგურიანის კალთაზე ცეცხლი დაახლოებით ორი საათის წინ შენიშნეს და სახანძრო-სამაშველო სამსახურს შეატყობინეს. მისივე თქმით, ხანძრის ადგილას სახანძრო მანქანების მისვლა შეუძლებელია.
ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი სწრაფად ვრცელდება.