გარდაცვლილი 63 წლის იყო და თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
„რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა „კოვიდი“. თავდაპირველად ის სასტუმროში მოათავსეს, 6-ში კი გადმოიყვანეს კლინიკაში ფილტვის მძიმე, 45%-იანი დაზიანებით. მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, პირდაპირ კლინიკაში იყო მოთავსებული, მაგრამ არ იყო მისი მდგომარეობა რთული და გადაწყვიტა, სასტუმროში ყოფილიყო. გუშინ მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ. სამწუხაროდ, მას ასევე ჰქონდა ქრონიკული დაავადებები და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერმა, გია კიკაბიძემ.
აჭარის რეგიონში ექიმის გარდაცვალების შემთხვევა გუშინაც დაფიქსირდა.