weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

საქართველოში კორონავირუსის 4734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 1637 – თბილისში

12:16 ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2020
ფოტოზე ბერდია სიჭინავა ფოტოზე ბერდია სიჭინავა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4734 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. როგორც მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, ბოლო დღე-ღამეში 20 959 ტესტი ჩატარდა, აქედან 13 166 ანტიგენი და 7793 PCR.

ინფიცირების 4734 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1637, აჭარაში - 489, იმერეთში - 823, ქვემო ქართლში - 372, შიდა ქართლში - 381, გურიაში - 93, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 377, კახეთში - 328, მცხეთა-მთიანეთში - 143, სამცხე-ჯავახეთში - 73, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 18.

დღეისთვის ქვეყანაში კოვიდინფიცირების 27 456 აქტიური შემთხვევაა. მათ შორის, 6900 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3689 მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 16 867 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საავადმყოფოებში მყოფი 1147 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 406 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 51 430 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 174 383 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 145 287 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 1614 გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3895 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 38 შემთხვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]