weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

საქართველოში კორონავირუსის 4570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 43 პაციენტი

11:36 ხუთშაბათი, 10 დეკემბერი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4570 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3045 პაციენტი, ხოლო 43 გარდაიცვალა.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 636 კვლევა, მათ შორის 11 718 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7918 PCR ტესტით. ტესტირების შედეგად გამოვლენილი 4570 ახალი შემთხვევიდან თბილისში ფიქსირდება 2067 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 331

იმერეთი – 708

ქვემო ქართლი – 352

შიდა ქართლი – 214

გურია – 72

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 325

კახეთი – 272

მცხეთა-მთიანეთი – 133

სამცხე-ჯავახეთი – 75

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსით 178 953 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 148 332, ხოლო 1657 გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 28 938 აქტიური შემთხვევაა. 6918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3524 მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 18 496 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოებში მყოფი 1130 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453.

ამჟამად კარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1019 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება - 50 724.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]