შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველებმა წელს, საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს. მათი უმეტესობა წყალზე მაშველებმა ნაპირზე 4-5 ბალიანი შტორმის დროს გამოიყვანეს.
შსს-ს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა, ამავე პერიოდში, სანაპირო ზოლზე 200-მდე დაკარგული ბავშვი იპოვეს და მშობლებს დაუბრუნეს.
წლევანდელი საზღვაო სეზონისთვის შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სულ 135 მაშველი მუშაობს.