weather cur horoscope tv
იანვარი 26, 2022

კოვიდის 3907 ახალი შემთხვევიდან თბილისშია 1588, იმერეთში – 599, აჭარაში – 333, კახეთში – 243

11:30 შაბათი, 12 დეკემბერი 2020 hits 524

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 907 კვლევა (11 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7843 PCR ტესტით), რის შედეგადაც კორონავირუსი 3907 ადამიანს დაუდასტურდა.

3907ახალი შემთხვევიდან თბილისში ფიქსირდება 1588, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 599

აჭარა – 333

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 299

ქვემო ქართლი – 263

შიდა ქართლი – 263

კახეთი – 243

გურია – 114

სამცხე-ჯავახეთი – 94

მცხეთა-მთიანეთი – 83

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 30 995 აქტიური შემთხვევაა. 6817 ინფიცირებული საავადმყოფოშია მოთავსებული, 3227კი კლინიკურ-სასტუმროებში. 20 951 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საავადმყოფოში მოთავსებული 1165 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 442 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია 51 190 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 187 006 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 154 241, ხოლო 1744 გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა გამოჯანმრთელების 3780 და გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]