ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 30 995 აქტიური შემთხვევაა. 6817 ინფიცირებული საავადმყოფოშია მოთავსებული. 1165 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 442 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 187 006 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 154 241. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა გამოჯანმრთელების 3780 და ინფიცირების 3907 ახალი შემთხვევა.